დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტას ფულის სახეობად კვლავ არ განიხილავს

0
2054

გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო ორგანომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ახალი მითითება გამოსცა.

სახელმძღვანელო მითითებები მოიცავს კრიპტოვალუტის მოგების დაბეგვრას. დოკუმენტი ასევე ეხება საგადასახადო დეკლარაციებისა და აღრიცხვის პრაქტიკას.

კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ ან ყიდიან კრიპტოვალუტას ან არიან მაინინგის ბიზნესით დაკავებული ევალებათ გადაიხადონ ერთი ან მეტი სხვადასხვა ტიპის გადასახადი. ამ გადასახადებში შედის საშემოსავლო გადასახადი, კორპორაციების გადასახადი, კაპიტალის მოგების გადასახადი და ა.შ

ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის საგადასახადო ორგანომ ცალსახად განაცხადა, რომ იგი არ განიხილავს კრიპტოვალუტას ფულის სახეობად.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელები არ ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია მძლავრი ფინანსური სექტორია. გამომდინარე აქედან, არც არის საჭირო მკაცრი წესების შემუშავება.

“ჩემი აზრით, ამჟამად, კრიპტოვალუტა ფინანსური სტაბილურობისთვის რისკის შემცველი არ არის. თუმცა, ველით, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს. ეს კი მაშინ მოხდება, თუ ტრადიციულ ფინანსურ სექტორთან კავშირები გაიზრდება. არსებობს ფულის გათეთრებისა და კიბერ საფრთხის რისკებიც”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა.

მიუხედავად ამისა, შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მარეგულირებელი წესები 2019 წლის ბოლოსთვის უკვე მზად უნდა იყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი