Yahoo! კრიპტოვალუტის ბირჟას დაარსებს

0
2773

იაპონიის ინტერნეტ გიგანტი Yahoo! კრიპტოვალუტის ბირჟას გახსნის. ბირჟის გახსნის სავარაუდო თარიღი 2019 წლის აპრილია.

ადგილობრივი მედიის, Nikkei Asian-ის ინფორმაციით, Yahoo! მომავალ თვეს BitARG Exchange-ის 40%-იან წილს იყიდის. ამის შემდეგ კი, წარმომადგენლებს გააგზავნის, რათა ერთი წლის შემდეგ ბირჟამ სრულფასოვანი მუშაობა დაიწყოს.

“BitARG-ის აქციების შეძენა ტოკიოს YJFX-ის მეშვეობით განხორციელდება, რომელიც მთლიანად ეკუთვნის Yahoo-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც უცხოური სავალუტო ტრანზაქციების მომსახურებითაა დაკავებული”, – აღნიშნულია Nikkei Asian-ის სტატიაში.

Yahoo-ს მიერ შესაძენი BitARG Exchange-ის 40%-იანი წილი 2 მილიარდი იენი (19 მილიონი დოლარი) ღირს.

ბოლო პერიოდში შემოღებული რეგულაციების ფონზე Yahoo!-ის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტის განვითარებას არა მხოლოდ, იაპონიაში არამედ, მთელ მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აპრილში იაპონიაში დაიწყო კრიპტოვალუტის ბირჟის სალიცენზიო სქემის შემუშავება.

2017 წლის დეკემბრიდან BitARG-ი ფლობს ფინანსური მომსახურების სააგენტოს ლიცენზიას. თუმცა, ლიცენზია ბირჟას მხოლოდ ბიტკოინით ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი