კვლევა: მარეგულირებელმა სისტემამ შესაძლოა, მაინინგის ხარჯები “აანაზღაუროს”

0
1515

ევროკავშირის მაინინგ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გაირკვა, რომ მარეგულირებელი სისტემა და გაძლიერებული უსაფრთხოების ნორმები ელექტროენერგიის მაღალ ხარჯების საპირწონე იქნება.

არაკომერციული კვლევითი ინსტიტუტის, dGen–ს მიერ შედგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროპული კრიპტოვალუტის მაინერები მიიჩნევენ, რომ რეგიონის ელექტროენერგიაზე დაწესებული უფრო მაღალი ფასები, ვიდრე ეს ჩინეთში და რუსეთშია, ანაზღაურდება პოლიტიკური სტაბილურობით, მარეგულირებელი სისტემით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით.

დაახლოებით სამი კვირის წინ ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც მითითებულია სხვადასხვა ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირში კრიპტო აქტივების ზედამხედველობას ეხება.

მოხსენებაში საუბარია ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტებზე, მაინინგზე, კრიპტო სავაჭრო საქმიანობასა და ფულის გათეთრების რისკებზე.

კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგი გამოიკვეთა, როგორც ფულის გათეთრების რისკის შემცველი აქტივობა. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება დანაშაულებრივი ორგანიზაციების მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული.

“მარეგულირებლის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს გარკვეული რუკის შედგენა, რომელიც დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენაში დაგვეხმარება. რუკის მიხედვით დავადგენთ საეჭვო ადგილებს და სწრაფად მივიღებთ საჭირო ზომებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი