პროგრამული წარმოებისა და მიკროჩიპების გიგანტმა Qualcomm-მა 100 მილიონი დოლარის Metaverse საინვესტიციო ფონდი “გაფართოებული რეალობის” (XR), ხელოვნური ინტელექტის (AI) და “გაძლიერებული რეალობის” (AR) ტექნიკური კომპანიების მხარდასაჭერად შექმნა.
“გაფართოებული რეალობა” ამ შემთხვევაში AR და VR ტექნოლოგიის კომბინაციას ეხება, როგორიცაა ყურსასმენები და სათვალეები.
საინვესტიციო პროექტს “SnapDragon Metaverse Fund-ი” ეწოდა, რადგაან სწორედ მის ჩიპებს გამოიყენებენ კომპანები, რომლებიც განკუთვნილია მოწყობილობების გრძელი სიისთვის, მათ შორის სმარტფონებისთვის, ტაბლეტებისთვის, კომპიუტერებისთვის, სმარტ საათებისთვის და სმარტ ბუქებისთვის.
განცხადების თანახმად, დაფინანსება ასევე მოხმარდება საგრანტო პროგრამას დეველოპერებისთვის, რომლებიც ქმნიან XR-ზე ორიენტირებული თამაშების გამოცდილებას.
„Snapdragon Metaverse Fund-ის მეშვეობით ჩვენ მოუთმენლად ველით დეველოპერებსა და კომპანიებს, რადგან ისინი შეძლებენ გადალახონ შესაძლებლობის საზღვრები, რადგან ჩვენ სივრცითი გამოთვლების ამ ახალ ერაში შევდივართ.“ – თქვა Qualcomm-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიანო ამონმა.