ირლანდიის ცენტრალური ბანკი საზოგადოებას კრიპტო რეკლამების შესახებ აფრთხილებს

0
831

ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტო ინვესტიციების რისკების შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა.

აღნიშნული განცხადება ევროპის საზედამხედველო ორგანოების მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილია, რომელიც თავის თავში რამდენიმე ორგანოს აერთინებს.

ესენი არიან ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების, საბანკო, სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ორგანოები.

ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა განცხადებაში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები უაღრესად სარისკო და სპეკულაციური ვალუტაა საცალო ინვესტორებისთვის და მოუწოდა საზოგადოებას კრიპტო რეკლამებებთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.

„ირლანდიაში და ზოგადად ევროკავშირში ჩვენ ვხედავთ რეკლამირების მზარდ დონეს და კრიპტოვალუტაში ინვესტიციების აგრესიულ პოპულარიზაციას“.

სანამ კრიპტოვალუტებს იყიდით და მასში ინვესტიციას განახორციელებთ, მზად უნდა იყოთ ამ ინვესტიციის სრულად დასაკარგად, რადგან თქვენ არ ხართ დაზღვეული არანაირი რისკისაგან”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის ფინანსური ქცევის გენერალურმა დირექტორმა, დერვილ როულენდმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობამ კრიპტოვალუტის რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციები უკვე დააწესა. ახალი კანონის მიხედვით, რომელიც 2022 წლის 17 თებერვლიდან შევიდა ძალაში, კრიპტო რეკლამები მკაფიო და დაბალანსებული უნდა იყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი