ილონ მასკს საკუთარი ბიტკოინები არ გაუყიდია

0
1111

ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ მას თავისი პირადი ბიტკოინები არ გაუყიდია.

მასკმა აღნიშნა, რომ “ტესლამ” თავისი საკუთრების 10% გაყიდა. Tesla-მ 2021 წლის პირველ კვარტალში გაყიდა ბიტკოინების ნაწილი და 272 მილიონი დოლარის მოგება მიიღო.

Tesla-ს ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციის გასაჯაროვების შემდეგ სენატორმა სინტია ლუმმისმა ილონ მასკს ვაიომინგში გადასვლა შესთავაზა.

”Tesla არის ინოვაციის მაგალითი და ეს შესანიშნავია, რომ ასეთი ამერიკული წარმატების ისტორია ციფრული ვალუტის ღირებულებას აღიარებს. თუ ილონ მასკს ან მის კომპანიებს სჭირდებათ ახალი სახლი, ისინი ვაიომინგზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვიან”,- განაცხადა სინტია ლუმისის პრესმდივანმა, ებიგეილ ქეივმა.

შეგახსენებთ, რომ 1.5 მილიარდის ინვესტიციის განხორციელების შემდეგ Tesla-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა: “2021 წლის იანვარში განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა. ეს კი უფრო მეტ მოქნილობას მოგვცემს ფულადი სახსრების შემდგომი ზრდისთვის.

აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ბიტკოინის შესყიდვის მიზნით. ამასთანავე, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია ბიტკოინით გაიყიდოს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი