მედია: აფრიკის კონტინენტზე ციფრული ვალუტა პოპულარული აქტივია

0
1228

ბოლო პერიოდია მედია აქტიურად წერს აფრიკის კონტინენტზე ციფრული ვალუტის პოპულარობის გაზრდის შესახებ.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა Arcane Research-სა და კრიპტოვალუტის ბირჟას, Luno-ს ეკუთვნის. კრიპტობირჟამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ კონტინენტზე პოზიტიურად დანახული ფინანსური ლანდშაფტი აფრიკის ქვეყნების მოსახლეობაზე შესაძლოა, დადებითად აისახოს.

”მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მრავალფეროვანი რეგიონი, აფრიკის ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით დაახლოებით ერთი და იგივე პრობლემები აქვთ. ასეთ პრობლემებს წარმოადგენს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, არასტაბილური სახელმწიფო ვალუტის კურსი და ა.შ.”,-აღნიშნულია Luno-ს განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ისეთ კრიპტოვალუტას როგორიცაა ბიტკოინი აქვს იმის პოტენციალი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა მოაგვაროს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკაში ბიტკოინის ადაპტირება უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ აპრილიდან გადასახადების კომპანია Bundle–ი ციფრული ვალუტის მომსახურეობას სთავაზობს კლიენტებს. სერვისი ნიგერიაში მცხოვრები ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Bundle-ი ახლა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ ან მიიღონ ფულადი გზავნილები ციფრული ვალუტის მეშვეობით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი