Morgan Stanley კრიპტოვალუტაზე ორიენტირებულ კვლევით განყოფილებას ქმნის

0
1111

აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Morgan Stanley ახალ, კრიპტოვალუტაზე ორიენტირებულ კვლევით განყოფილებას ქმნის.

პირველ ეტაპზე ჯგუფის მიზანია კრიპტოვალუტის გავლენის გაანალიზება.

ციფრული ვალუტის მიმართ მზარდი ინტერესი სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია იანვარში განახორციელა, როდესაც MicroStrategy-ს 10%-იანი წილი შეისყიდა.

აღსანიშნავია რომ, Morgan Stanley Investment-ი არ არის ერთადერთი საბანკო ინსტიტუტი, რომელიც ცდილობს კრიპტო სექტორში შესვლას. ცოტა ხნის წინ, JP Morgan–მა და Visa–მ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კრიპტო გადახდის სერვისების გეგმა რეალურია.

ამასთანავე, ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი შემდგომი განვითარებისათვის, თუ ამას კლიენტები მოითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ Morgan Stanley არის აშშ–ს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი და მისი გავლენა საბანკო სექტორზე უდიდესია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი