სამხრეთ კორეის საფინანსო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი კრიპტოვალუტაში პოზიტიურ ასპექტებს ხედავს

0
2113

სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ახლადდანიშნულმა მმართველმა განაცხადა, რომ ის კრიპტოვალუტის პოზიტიურ ასპექტებს ხედავს. მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ ზედამხედველობის სამსახური კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე სხვა მარეგულირებლებთან ერთად იმუშავებს.

იონ სუკ-ჰეუნი თანამდებობას ოფიციალურად 8 მაისს დაიკავებს. მისი აზრით, კრიპტოვალუტის რეგულირება უზრუნველყოფს უსაფრთხო საფინანსო სისტემას, რომელიც თავის მხრივ, კრიპტოვალუტას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟის, UpBit-ის წარმომადგენელმა The Korean Times-ს განუცხადა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან რეგულაციებს და იქვე განაგრო:

“მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ბაზარი მთლიანად მოკლათ წესების დაკისრებით. საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მარეგულირებელი იმისათვის, რომ დაეხმაროს კრიპტოვალუტის ვაჭრობასა და Blockchain ტექნოლოგიას, რათა განვითარდეს უკეთესობისკენ”.

აღსანიშნავია, რომ იონ სუკ-ჰეუნმა არ უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ იმუშავებს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური საშინაო კრიპტობირჟებზე. ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ არსებობს სხვა ბევრი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას და განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ შიდა კრიპტოვალუტის ბირჟებზე ანონიმური ვაჭრობა აკრძალა ვრცელდებოდა ხმები, რომ ხელისუფლება ჩინეთის მსგავსად მთლიანად გეგმავდა კრიპტოვალუტების აკრძალვას. ამ საკითხს ქვეყნის ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გავრცელებული ხმები მხოლოდ ჭორები იყო და მთავრობა კრიპტოვალუტის აკრძალვას არ გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი