შვეიცარიის კრიპტო ბაზარს ახალი კომპანია შეემატა

0
929

შვეიცარიის ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანომ, SIX-ის ციფრული ვალუტის ბირჟას მუშაობის უფლება მისცა.

თავდაპირველად ბირჟის საქმიანობის დაწყება 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმებოდა. თუმცა კომპანიას მარეგულირებელი წესების დასანერგად და ასამუშავებლად თითქმის 2 წელი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია ფართოდ განიხილება, როგორც მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე მიმზიდველი იურისდიქცია კრიპტოვალუტის საქმიანობის საწარმოებლად.

ივნისში ქვეყანამ უარი თქვა საგადასახადო კანონების შეცვლაზე და გამოხატა თავისი რწმენა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა მისაღებია.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბერმუდის გვერდით, საგადასახადო სამართლიანობის ქსელის ბოლო მონაცემებით, შვეიცარია გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი კრიპტო გარემო.

SIX–ის გლობალური ბირჟის ხელმძღვანელმა, ტომას ზებმა განაცხადა:

”ფინანსური ბაზრების დიგიტალიზაცია აგრძელებს სწრაფვას და სანამ ბაზრის საბოლოო ფორმა ჯერ კიდევ ვითარდება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინსტიტუციონალური ინვესტორების უსაფრთხო და ძლიერი ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი