ჩინეთის ციფრული იუანის კანონპროექტს კვალავ განიხილავენ

0
1025

ახალი კანონპროექტი ციფრულ იუანს ლეგიტიმაციას უწევს.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიზანია ციფრული იუანის მარეგულირებელი სისტემისა და ვალუტის ლეგიტიმურობის უზრუნველყოფა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ იუანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური ვალუტაა ფიზიკური თუ ციფრული ფორმით.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ფიზიკურ პირებსა და ინსტიტუტებს ეკრძალებათ ვალუტის დამზადება და გამოცემა, რომელიც რაიმე სახით ჩაერევა და ზეგავლენას იქონიებს ციფრული იუანის სახელმწიფოებრივ გავლენაზე.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ციფრული იუანი უნდა დარეგულირდეს ფულადი სახსრების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის მოადგილემ, ფან იფეიმ გამოკვეთა ციფრული იუანის მუშაობის ძირითადი მარეგულირებელი პრინციპები.

მან აღნიშნა რომ ეროვნული ციფრული ვალუტა ჩვეულებრივი ქაღალდის ვალუტის ტოლფასია და არსებული რეგულაციები სრულად აკონტროლებს ორივე მათგანს, შესაბამისად ორივე ვალუტა მარტივად ხელმისაწვდომია როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ბიზნეს სექტორისათვის.

სწორედ ეს უზრუნველყოფს ციფრული იუანის პოპულარობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი