მაიკლ სეილორი: ბიტკოინი 100 წლის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ

0
1480

მაიკლ სეილორი, ბიზნეს კომპანია MicroStrategy-ს აღმასრულებელი დირექტორი, მტკიცედ იცავს კომპანიის გრძელვადიან პოზიციას, რომელიც დაფუძნებულია ბიტკოინის უნიკალურ პოტენციალზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბიტკოინი სრულფასოვან ვალუტად იქცეს.

Bloomberg TV–სთან ინტერვიუში სეილორი ამტკიცებდა, რომ MicroStrategy–მ ბიტკოინზე დიდი ფსონი დადო.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიტკოინს მომავალშიც შევინარჩუნებთ, რადგან მჯერა, რომ ბიტკოინს ვიხილავთ ქალაქების, შტატების, მთავრობების, კომპანიების, მცირე და დიდი ინვესტორების ბალანსებზე.

საბოლოო ჯამში, ბიტკოინი იქნება ბირთვი ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის Apple-ში, Amazon-სა და Facebook-ში. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ჩვენ გვსურს, ვფლობდეთ ბიტკოინს.”,- განაცხადა მაიკლ სეილორმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დიდი, ცენტრალიზებულ კომპანიებს ისეთებს როგორიცაა: Twitter-ი და Facebook-ი ბიტკოინი დაეხმაროს, სეილორმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი არის გასაღები მათი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი