Binance-ის უკრაინის ფილიალი 2022 წელს ბაზარზე დომინანტური პოზიციის მოპოვებას ეცდება

0
791

Binance-ი ცდილობს, რომ უკრაინის კრიპტო ბაზარზე დომინანტურ პოზიციას მიაღწიოს. ამას კი ადგილობრივი კრიპტო სერვისების ფართო სპექტრის შეთავაზებით გეგმავს.

ამის შესახებ Binance Ukraine-ის ახალმა გენერალურმა მენეჯერმა, კირილ ხომიაკოვმა Forbes Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.

“Binance-ის ბარათი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი უკრაინელი მომხმარებლებისთვის, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მის გაშვებაზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 2022 წლისთვის”, – აღნიშნა კირილ ხომიაკოვმა მედიასთან საუბრის დროს.

კრიპტო გადახდის ბარათის გაშვების გარდა, Binance Ukraine-ი ადგილობრივი სერვისების აქტიურ განვითარებას აგრძელებს, რომელიც NFT-ისთან არის დაკავშირებული.

ამასთანავე, კომპანია უკრაინის მთავარი სპორტული გუნდის ფან-ტოკენის გამოშვებას გეგმავს, რათა პანდემიის გამო ისედაც შეზღუდული ურთიერთობები, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის, განახლდეს.

სავარაუდოდ, უკრაინის კანონმდებლობა პირდაპირ კრიპტოვალუტით გადახდის სერვისებს არ დაუშვებს, რადგან ციფრული ვალუტა ლეგალური გადახდის საშუალებად არ არის აღიარებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი