ალტკოინების ფასები მცირე რყევას განიცდის

0
1057

გუშინ ციფრული ვალუტების ფასები მცირე რყევას განიცდიდა.

23 დეკემბერს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 314 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 323 დოლარზე დაფიქსირდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 301 დოლარი იყო. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 323 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 350 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 290 დოლარამდე დაიკლოს.

ანალიტიკოსები ტრედერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება CoinMarketCap-ის სიაში რიგით მე-8 კრიპტოვალუტას, კარდანოს: გუშინ კარდანოზე ვაჭრობა 0.152634 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასი კი 0.160015 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 0.149451 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 0.156179 დოლარზე დაიხურა.

ექსპერტები კარდანოზე ვაჭრობას, მსგავსად ბიტკოინ Cash-ისა, მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი