კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი მუშაობას ხვალ განაახლებს

0
2121

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Binance ვაჭრობის განახლებას გეგმავს. თუმცა, როგორც ბირჟა მომხმარებელს აფრთხილებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მათ შესაძლოა დისკომფორტი შეექმნათ.

გუშინ კრიპტოვალუტის ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ პლატფორმა დაგეგმილ განახლებას დღეს მოახდენდა.

თუმცა დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების მიხედვით ვაჭრობა ხვალ განახლდება.

“განახლების დასრულებისთანავე გამოვაქვეყნებთ დამატებით განცხადებას, რომელიც მომხმარებელს 30 წუთის დროს მისცემს იმისათვის, რომ გააუქმოს ბრძანებები, თანხის გატანა-შემოტანა და ანგარიშებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები”,- განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, ჩენგპენგ ზაომ Twitter-ზე დაწერა, რომ ბირჟა ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ბირჟიდან დაახლოებით 40.7 მილიონი დოლარია მოპარული. ბირჟაზე თავდასხმის დროს უსაფრთხოების დარღვევის შესახებ სისტემამ მაშინვე მიიღო ინფორმაცია, თუმცა ჰაკერებმა 7.000 ბიტკონის მოპარვა მაინც მოახერხეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი