ტაილანდის ცენტრალური ბანკი პირველ ვირტუალურ ბანკებს 2025 წლისთვის დაუშვებს

0
706

ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა გეგმები, რომელიც ციფრულ ბანკებს ქვეყანაში მოქმედების საშუალებას მისცემს, რისი პრეცენდენტიც ჯერჯერობით არ არის ტაილანდში.

“ფინანსური კომპანიები 2025 წლისთვის შეძლებენ მომსახურების გაწევას”,- ნათქვამია Bloomberg-ის ანგარიშში.

ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ “ციფრული ბანკის ლიცენზირების სისტემის შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტში“ ნათქვამია, რომ აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის ბოლოსათვის, რაც საშუალებას მისცემს ციფრულ ბანკებს იმოქმედონ როგორც ფინანსური სერვისების პროვაიდერებმა.

ეს ნაბიჯი ორიენტირებულია კონკურენციის გაზრდასა და ტაილანდის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაზე.

ტაილანდის ცენტრალური ბანკი დაინტერესებული კომპანიებისათვის სამ განსხვევბულ ლიცენზიას 2024 წლისათვის გასცემს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე ეტაპზე 10-მდე სუბიექტმა გამოთქვა დაინტერესება ამ პროექტთან დაკავშირებით.

ვირტუალური ბანკების რეგულაციები და ზედამხედველობა ტრადიციული ბანკებისათვის სავალდებული სალიცენზიო პროცედურას გულისხმობს.

ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კიდევ უფრო შორს წავიდა და არაკვალიფიციურ კანდიდატებს ლიცენზირებაში ერთგვარი დახმარებაც შესთავაზა.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ვირტუალური ბანკები ფუნქციონირების პირველ წლებში იქნებიან „შეზღუდულ ფაზაში“, რაც მოიცავს მჭიდრო მონიტორინგს ფინანსური სისტემური რისკების თავიდან ასაცილებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი