24 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1127

მაისის თვეში ციფრული ვალუტების ფასები რყევებს განიცდის. გუშინ, ბიტკოინის ფასი კიდევ ერთხელ შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 31.200 დოლარამდე დაეცა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ ძალების აღდგენა დღეს შეძლო და ფასი კვლავ 39.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა 15%-ით ზრდა დააფიქსირა. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასი თითქმის 12%-ით შემცირდა.

ორშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 43.9%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი თითქმის 26%-ით გაუმჯობესდა. 24 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმის ფასი 2.650 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 671 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი