ConsenSys-ის მფლობელობაში მყოფმა MetaMask-მა განახლებების სერია გამოაქვეყნა iPhone-ისა და Apple Pay-ს მომხმარებლებისთვის, რომელთა მთავარი მახასიათებელიც კრიპტოვალუტის ყიდვის შესაძლებლობაა სადებეტო ან საკრედიტო ბარათის გამოყენებით.
MetaMask-ი სადებეტო და საკრედიტო ბარათების მხარდასაჭერად ორდონიან გადახდის სისტემას იყენებს.
მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ Visas და Mastercard-ების გამოყენება, რათა შეიძინონ ეთერიუმი და დღის განმავლობაში მაქსიმუმ 400 დოლარი შეიტანონ მათ საფულეებში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბალი საკომისიო პლატფორმის წარმატების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოდგენს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ტრანზაქცია საერთოდ თავისუფლდება საკომისიოსაგან.
მაგალითად, ეთერიუმის შეძენისას, MetaMask-ი არანაირ საკომისის და შესაბამის სარგებელს არ იღებს.
უახლესი განახლება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საბანკო გადარიცხვები და გამოიყენონ საკრედიტო/სადებეტო ბარათები კრიპტოვალუტის შესაძენად 60-ზე მეტი გლობალური ვალუტის გამოყენებით.
აშშ-ს მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შეიძინონ Fantom და Avalanche ტოკენები.