Kraken-ი ახალი თანამშრომლების მიღებას აგრძელებს

0
1090

კრიპტოვალუტის ცნობილმა ბირჟა Kraken-მა განაცხადა, რომ კრიპტო ბაზრის ვარდნის ფონზე მაინც აპირებს 500-ზე მეტი ახალი თანამშრომლის აყვანს სხვადასხვა დეპარტამენტში სამუშაოდ.

აღნიშნული განცხადება მკაცრად ეწინააღმდეგება სხვა კრიპტო ბირჟების პოზიციას, რომელიც ახალი თანამშრომლების აყვნას ნამდვილად არ ჩქარობს.

თუმცა პერსონალის გაფართოების გადაწყვეტილების მხარდასაჭერად Kraken-მა განაცხადა:

„ჩვენ არ ვასწორებთ დაქირავების გეგმას და არ ვაპირებთ თანამდებობიდან გათავისუფლებას. 500-ზე მეტი ვაკანტური ადგილი გვაქვს შესავსები წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში და გვჯერა, რომ ბაზრებზე ვაჭრობის ციკლებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი სრულად აღმოიფხვრება ამ ვაკანსიების შევსებით.

მითუმეტეს, რომ ჩვენი ბირჟის სამომავლო მისია სწორედ ახალი კადრების გადამზადება იყო და ამ გზას ბოლომდე მივყვებით”,- წერია Kraken-ის განცხადებაში.

”ვფიქრობ, ჩვენ შევიმუშავეთ მართლაც გააზრებული პოლიტიკა, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს 1%-სათვის ნეგატიურად ჟღერდეს, მაგრამ დანარჩენი 99%-სათვის მუშაობს”,- აღნიშნა Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი პაუელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი