კრიპტო კომპანია Endaoment-ი საქველმოქმედო საქმეში ერთვება

0
1002

კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობები წლების განმავლობაში გაიზარდა, რადგან ციფრული ვალუტები უფრო პოპულარული გახდა.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კრიპტოვალუტის საქველმოქმედო მიზნებისათვის გამოყენება. ამგვარი საქმიანობა, ცოტა ხნის წინ, Endaoment-მაც დაიწყო.

კომპანია საქველმოქმედო პლატფორმად ცდილობს გადაკეთებას.

Endaoment-მა რამდენიმე დღის წინ გამართულ ღია ტურში 2 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც გაცემული იქნება საზოგადოების გარკვეულ ფენაზე და, რა თქმა უნდა, ასევე ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ პროგრამამ მუშაობა გააგრძელოს.

”Endaoment-ი ხელს უწყობს კრიპტოვალუტის გადასახადის შემცირებას მათ მიერ შერჩეული დონორების მეშვეობით, სადაც გადასახადების ნაწილი მიდის ქველმოქმედებაში, რომლისთვისაც გამოყოფილია სპეციალური საქველმოქმედო საფულის ანგარიში, სადაც ნებისმიერ კომპანიასა თუ მსურველს შეეძლება გადარიცხოს კრიპტოვალუტით თანხა. შესაბამისად, კლიენტებს მოუწევთ ნაკლები გადასახადის გადახდა და დროის დაზოგვა”,-აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ Endaoment-ი კლიენტებს შესაძლებლობას აძლევს კონკრეტული პროექტისთვის დაფინანსება მიიღოს და შემდეგ აღნიშნული პროექტის განვითარებაზე იზრუნოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი