ბრაზილიაში კანონის ცვლილება კრიპტოვალუტას ლეგალურ სტატუსს არ ანიჭებს

0
742

შემოთავაზებული დამატება არსებულ კანონში ბრაზილიელებს უფლებას მისცემს გამოიყენონ კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის საშუალება.

ფედერალურმა დეპუტატმა, პაულო მარტინსმა, ეს წინადადება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გასულ კვირას წარუდგინა.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი ძალაში შევა, ის გააფართოვებს როგორც კრიპტოვალუტის გამოყენებას ბრაზილიაში, ასევე სასამართლოს ძალაუფლებას, რაც ციფრული ვალუტის კონფისკაციის გამკაცრებულ ზომებს გულისხმობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 835-ე მუხლში შემოთავაზებული დამატების მიხედვით, კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ვალუტის ნაირსახებას, თუმცა ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახის გადახდის საშუალებად. უფრო ზუსტად კი კრიპტო შეიძლება გამოიყენონ ფინანსურ აქტივად, ვაჭრობის ან გადახდის საშუალებად, ან საქონელსა და მომსახურებაზე წვდომის ინსტრუმენტად.

მიუხედავად კანონის ცვლილებისა, ბრაზილიაში კრიპტოვალუტა ლეგალური მაინც არ ხდება. ამის ნაცვლად ის კრიპტოვალუტას აღიარებულ ფინანსურ აქტივად აქცევს ინვესტიციებისთვის და სხვა გამოყენებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის დაკონკრეტებული და გაწერილი სხვადასხვა კრიპტოვალუტის დანიშნულება, ისეთი ციფრული ვალუტები როგორიცაა ბიტკოინი ან ეთერიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქონლისა და მომსახურების გადასახდელად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი