Bengal Energy-ი ბიტკოინის მოპოვებას იწყებს

0
766

კანადური ნავთობისა და გაზის კომპანია Bengal Energy-ი, რომელიც ავსტრალიაში მუშაობს, ცდილობს, რომ მის მიერ დამუშავებული და მორჩენილი ენერგია ბიტკოინის მაინინგისათვის გამოიყენოს.

The Australian-ის მოხსენების თანახმად, Bengal Energy-ი საპილოტე პროგრამის ჩატარებას აპირებს, რა დროსაც დაახლოებით 70 ბიტკოინის მაინინგ დანადგარი განთავსდება პორტატულ შენობაში, რომელიც ადგილობრივ მაინინგ ინდუსტრიაში ცნობილია, როგორც “დონგა”.

Bengal Energy-ის მთავარი ოპერაციული დირექტორის, კაი ებერსპეჩერის თქმით, კომპანიამ გაზის ჭაბურღილები თავისი ადგილობრივი ნავთობისა და გაზის მოპოვების პარტნიორებისგან, Santos Energy-ისა და Bridgeport Energy-სგან შეიძინა.

Eberspacher-მა დასძინა, რომ ახლახან შეძენილი გაზის ჭაბურღილები საინტერესო პრობლემას უქმნის ენერგეტიკულ კომპანიას.

ადგილობრივები მას „ჩარჩენილ“ ჭაბურღილებს ეძახიან, რადგან ტექნიკურად კი შესაძლებელია მის გამოყენება, მაგრამ საკმაოდ შორსაა დასახლებული პუნქტებისაგან. სწორედ ამიტომ კომპანიას გაუჩნდა იდეა, რომ აღნიშნული ჭაბურღილების მიერ გამოყოფილი ენერგია ბიტკოინის მაინინგს მოახმაროს.

მილსადენი, რომელსაც შეუძლია დისტანციური გაზის ჭაბურღილების მომსახურება, ამჟამად, მშენებლობის პროცესშია. თუმცა COVID-19 პანდემიის გამო პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა და შეფერხებით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი