კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1343

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესების ტენდენციას აჩვენებდა. ციფრული ვალუტების ფასების ზრდა შედარებით თანმიმდევრულად მიმდინარეობს.

ბიტკოინი

21 ოქტომბერს ბიტკოინის ფასი 12.460 აშშ დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 13.000 დოლარამდე გაიზარდოს. ამ ნიშნულის დაძლევის შემდეგ ბიტკოინის სამიზნე ფასი 14.000 დოლარი იქნება.

ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი შესაძლოა, კრიპტოვალუტის კურსი 11.679 დოლარამდე შემცირდეს.

ამ ეტაპზე ფასი ზრდის მყარ ტენდენციას აჩვენებს, ამიტომ ანალიტიკოსები ვაჭრობას რეკომენდირებენ.

ეთერიუმი

ბოლო ორი დღეა ეთერიუმის კურსი 395-სა და 410 დოლარს შორის მოძრაობს.

ფასის მატების შემთხვევაში ალტკოინის სამიზნე დონე 478 დოლარი იქნება. თუმცა მანამდე საჭიროა, რომ ფასი 421 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში შესაძლოა, კურსი კვალვ 380 დოლარის დონეს დაუბრუნდეს.

ამჟამად ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას ურჩევენ.

რიპლი

რიპლის კურსი 0.21-სა და 0.26 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 0.18 დოლარია. თუმცა ანალიტიკოსებს ფასის მატების იმედი აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის კურსმა მოიმატა მომდევნო დონე ჯერ 0.28 შემდეგ კი 0.30 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 270 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

კურსის კლების შემდეგ მომდევნო დონე 250 დოლარი იქნება, მაგრამ ანალიტიკოსებს კრიპტო ბაზრის ზრდის იმედი აქვთ.

ფასის მატების შემთხვევაში მომდევნო დონე 326 დოლარი იქნება. თუმცა ამისთვის ჯერ საჭიროა ბიტკოინ Cash-ის ფასი 295 დოლარის დონეს გადასცდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი 58-სა და 60 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

მოსალოდნელია, რომ კურსი 70 დოლარამდე გაიზრდება. თუმცა მანამდე საჭიროა, რომ ფასი 61 დოლარზე დაფიქსირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდა მომდევნო დონე შესაძლოა, 45 დოლარი იყოს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს ბაზრის ზრდის იმედი აქვთ, ამიტომ ლაიტკოინზე ვაჭრობის დაწყებას რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი