12 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2557

12 აგვისტოს წინა დღესთან შედარებით კრიპტოვალუტის ბაზარი მცირედით გაიზარდა. თუმცა, CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის შაბათი დღის მაჩვენებლის მსგავსი იყო.

გუშინ, ბიტკოინის ღირებულება 6.310 დოლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 3.45%-ით მოიმატა. 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 6.455 დოლარის დონეზეც დაფიქსირდა, მაგრამ კურსი ძირითადად 6.500-სა და 6.300-400 დოლარს შორის მერყეობდა.

ბიტკოინის კურსის ყოველკვირეული შემცირება დაახლოებით 10%-ს შეეადგენს, ხოლო თვის მანძილზე ეს მაჩვენებელი 1.42%-ზე მეტია.

12 აგვისტოს ეთერიუმის კურსი დაახლოებით 322 დოლარამდე მერყეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი დღის განმავლობაში 5.31%-ით იყო გაზრდილი.

ეთერიუმის კურსმა კვირის განმავლობაში 20%-ზე ნაკლები დაკარგა, ხოლო თვის მანძილზე ეს მაჩვენებელი თითქმის 25%-ს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 12 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 214.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი