დღეიდან Twitter-ი ICO-ს რეკლამას აკრძალავს

0
1786

ორშაბათს Twitter-მა განაცხადა, რომ ვებ-გვერდიდან კრიპტოვალუტის რეკლამებს სამშაბათიდან აკრძალავდა.

განცხადების თანახმად, ყველა რეკლამა, რომელიც დაკავშირებულია პირველად მონეტარულ შეთავაზებასთან (ICO), ტოკენების გაყიდვასთან, ვაჭრობასა და კრიპტოვალუტის საფულის სერვისთან საიტიდან ამოღებული იქნება. აკრძალვა არ შეეხება იმ საჯარო კომპანიებს, რომლებიც მსხვილ საფონდო ბაზრებზე ოპერირებენ.

Twitter-ის წარმომადგენელმა CNBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა სოციალური ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გახდა საჭირო.

“ჩვენ ახალი პოლიტიკა გვაქვს კრიპტოვალუტის რეკლამებთან დაკაშირებით. ახალი პოლიტიკის თანახმად, პირველადი მონეტარული შეთავაზება და ტოკენების გაყიდვა აკრძალულია”,- აღნიშნულია Twitter-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Twitter-ი Google-სა და Facebook-ის შემდეგ კრიპტოვალუტის რეკლამას აკრძალავდა.

თუმცა, როდესაც Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ფულის მომავალს მხოლოდ კრიპტოვალუტაში ხედავს მოსალოდნელი აკრძალვის ეჭვები გაქარწყლდა.

კრიპტოინვესტორები ჯეკ დორსის კომენტარის ფონზე აღნიშნულ განცხადებას, ალბათ, სრულებით არ ელოდებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი