კრიპტოვალუტის კურსის რყევა: 26 მარტის ფასების მცირე მიმოხილვა

0
5088

ორშაბათს, 26 მარტს კრიპტოვალუტის კურსი დაღმავალი სვლით წავიდა.

ეთერიუმი 500 დოლარის მაჩვენებეზე ჩამოვიდა. ეს ამ თვეში უკვე მეორედ მოხდა, მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტამ 24 მარტს 600 დოლარის ნიშნულს მიაღწია.

ბიტკოინი კი, 8.000 დოლარზე დაეცა.

კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 303 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ 24 მარტს ბიტკოინმა 9.000 დოლარის ნიშნულს მიაღწია, 24 საათის განმავლობაში 7.58%-ით შემცირდა და 7.990 დოლარზე ჩამოვიდა.

ეთერიუმმა, რომელმაც თავისი ღირებულების 9.04% დაკარგა 24 საათის განმავლობაში 500 დოლარზე ჩამოვიდა. კრიპტოვალუტა გასული 30 დღის განმავლობაში 45%-ით შემცირდა, ამჟამად კი მისი ღირებულება 480 დოლარია.

ფასების ზრდის შემდეგ, კრიპტობაზარი კვლავ კრიზისშია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, აშშ-ს შემოსავლების სამსახურმა კრიპტოინვესტორებისთვის განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ციფრული ვალუტა ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას ექვემდებარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი