რიპლისა და აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას შორის შეთანხმება ვერ შედგა

0
1087

ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელის შეცვლამ, როგორც ჩანს, გავლენა არ მოახდინა რიპლის წინააღმდეგ კომისიის საქმის წინასწარ განხილვაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მხარე, ამჟამად, არ განიხილავს წინასწარი შეთანხმების პირობებს. წერილში, რომელიც ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოშია შეტანილი, ნათქვამია:

”მხარეთა მრჩევლები შეხვდნენ და მიიღეს კონსულტაცია. მანამდე, რაც მათ განიხილეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ამჟამად საკითხის მოგვარების პერსპექტივა არსებობს. ამასთან, მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ სასამართლოს, თუკი რაიმე შეთანხმების მიიღება მოხერხდა.”

მანამდე კი რიპლის აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გერლინგჰაუსი აცხადებდა, რომ კომპანიის საქმიანობა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტაციისათვის სრულიად მისაღები იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენი აპირებს დაუბრუნდეს პარზის 2017 წლის შეთანხმებას, რომელიც ითვალსიწინებდა გამონაბოლქვს შემცირების ღონისძიებებსა და სხვა გარემოსდავით აქციებს, რომელზეც ტრამპმა თავის დროზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ის აზარალებდა ამერიკის ეკონომიკას.

ამ შემთხვევაში, კი რიპლის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ტრადიციულ ბაზართან განსხვავებით ციფრული ვალუტის სექტორი “ეკოლოგიურად” სუფთაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი