სამხრეთ კორეის მსხვილი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი Blockchain-ზე დაფუძნებულ სერვისს ქმნის

0
2084

სამხრეთ კორეის სატელეკომუნიკაციო ოპერატორი SK Telecom-მა განაცხადა, რომ მომხმარებელს Blockchain-ზე დაფუძნებულ აქტივების მართვის სერვისს შესთავაზებს.

კომპანიის Blockchain-ის განყოფილების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ო სე-ჰიონის განცხადებით, სერვისი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მართოს ყველა საბანკო ანგარიში და საკრედიტო ბარათი. აღნიშული სერვისით კრიპტოვალუტის ტრანზაქციების განხორციელებაც შესაძლებელი იქნება.

SK Telecom- ის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა “Token Exchange Hub”, ხელს შეუწყობს პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO) სტარტაპს.

“პლატფორმა უზრუნველყოფს სისტემურ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას სტარტაპებისთვის, რათა ბიტკოინის გამოშვება უფრო გამჭვირვალე და უსაფრთხო გზით მოხდეს. ჩვენ ფინანსურად ვუზრუნველყოფთ კომპანიების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობენ Blockchain ტექნოლოგიების გამოყენებას და შექმნიან Blockchain ეკოსისტემას”, -აღნიშნა SK Telecom-ის Blockchain-ის განყოფილების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ო სე-ჰიონმა.

დღეს, ბიზნესგამოცემა ZDNet- მა ასევე განაცხადა, რომ SK Telecom იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ ე.წ. ავთენტურობის პროგრამას, რომლის მიზანიცაა მონაცემის ნამდვილობის დადგენა.

შეგახსენებთ, რომ SK Telecom ერთ-ერთი პირველი მსხვილი კომპანია იყო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის, რომელმაც ტექ-ინვესტორ ტიპ დრაიპერთან ერთად ინვესტიცია განახორციელა კრიპტოვალუტის ბირჟა Korbit-ში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი