ამ ეტაპზე, Western Union-ი კრიპტოვალუტის ტრანზაქციებს არ განახორციელებს

0
3241

Western Union-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰიკმეთ ერესკამ განაცხადა, რომ გლობალური ფულადი გზავნილების მომსახურებას კრიპტოვალუტით გადარიცხვები არ დაემატება.

ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში საუბრისას, მსოფლიოს უდიდესი ფულადი გზავნილების კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მომხმარებელისთვის ტრადიციული ვალუტის გამოყენება ისევ რჩება უფრო მეტად ხელსაყრელად.

“მომხმარებელმა გვითხრას, რა სურს. ხალხი, უბრალოდ, არ გადაიხდის ხარჯებს კრიპტოვალუტით”,-აღნიშნა ჰიკმეთ ერესკამ.

ერესკამ ასევე აღნიშნა ცენტრალური ბანკების ზოგადად, სკეპტიკური დამოკიდებულება კრიპტოვალუტასთან მიმართებაში. ერესკას თქმით, ცენტრალური ბანკები ვალდებულნი არიან არ დაუშვან ადგილობრივ ვალუტაზე კონტროლის დაწესება ციფრული ან დეცენტრალიზებული ალტერნატიული საშუალებებით.

Western Union-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: “ქვეყნები აშენებულია დროშებით, კონსტიტუციებით, საზღვრებითა და ვალუტით” და იქვე დასძინა, რომ ცენტრალური ბანკები არ დაუშვებენ ციფრული ვალუტის მიერ საბანკო სექტორის კონტროლს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში Western Union-მა კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-ს უთხრა უარი, იმის შესახებ, რომ კომპანია ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს არ განახორციელებდა, რადგან ეს კომპანიის შიდა განაწესს ეწინააღმდეგებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი