Goldman Sachs-ი 25 მილიონ დოლარს Blockchain სტარტაპში დააბანდებს

0
2067

აშშ-ს საბანკო გიგანტმა Goldman Sachs-მა 25 მილიონი აშშ დოლარი სტრატეგიული დაფინანსების ფონდში გადარიცხა, რომლითაც Blockchain სტარტაპი Veem-ი დაფინანსდება.

Veem-ის მიზანია მცირე ბიზნესის გადასახადების ეფექტურობის გაზრდა. გარდა Goldman Sachs-ისა, აღნიშნულ პროექტში სხვა არაერთმა მსხვილმა ბიზნესმა განახორციელა ინვესტიცია.

Forbes-ი წერს, რომ Veem-ი გეგმავს ახალ პარტნიორებთან ინტეგრაციას, რათა გაიზარდოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და დაინერგოს მომხმარებლის შემოწმების მექანიზმი.

უნდა აღინიშნოს, რომ Veem-ი ამჟამად 96 ქვეყანაში 80.000 მცირე ბიზნესს ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში Goldman Sachs-მა, Blockchain სტარტაპში Axoni ინვესტიცია ჩადო. Goldman Sachs-მა, JPMorgan-მა და Citigroup-მა უკვე წარმატებით დატესტეს Axoni-ს Blockchain პლატფორმა, რომელიც სამომავლოდ სავაჭრო ოპერაციებში იქნება გამოყენებული.

მანამდე კი, Goldman Sachs-მა კრიპტოვალუტის ვაჭრობის შესახებ გეგმები საჯაროდ წარადგინა. კრიპტოვალუტის შესახებ კომენტირებისას, რანა იარედიმ, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ჩართული იყო სავაჭრო გეგმების შექმნაში განაცხადა, რომ ბანკი კლიენტების მოთხოვნას ითვალისწინებს და შესაბამისად, Goldman Sachs-სი საკუთარ პლატფორმებზე ციფრული ვალუტის ინტეგრირებას გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი