30 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1774

კვირას, 30 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი მცირე რყევას განიცდიდა. დაფიქსირდა, როგორც ფასების ზრდის ასევე კლების ტენდენციები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 50 კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში ოდნავ გაიზარდა.

ამასთანავე, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა შემცირდა. ვარდნის მასშტაბი დაახლოებით 15 მილიარდი დოლარიდან 13.8 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა.

კვირას, ბიტკოინის ფასი უკვე 6.600 დოლარამდე გაიზარდა. 6.640 დოლარი იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ხოლო, ბიტკოინის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 6.640 დოლარზე დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, ბიტკოინის დომინირების წილი ბაზარზე 51.2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის ფასი 230 დოლარამდე არის გაზრდილი. ამასთანავე, ალტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.6%-ით იყო მომატებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 223 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი