Goldman Sachs-მა კრიპტოვალუტის ვაჭრობის შესახებ გეგმები საჯაროდ წარადგინა

0
2014

ამერიკულმა უმსხვილესმა საინვესტიცო ბანკმა, Goldman Sachs-მა განაცხადა, რომ ბიტკოინი არ არის თაღლითობა და კრიპტოვალუტის ვაჭრობის შესახებ გეგმები საზოგადოებას გააცნო.

ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება.

ნაბიჯი, რომელიც საინვესტიციო ბანკი დგამს მომხარებლის მხრიდან ახალ მოთხოვნებს უკავშირდება.

კრიპტოვალუტის შესახებ კომენტირებისას, რანა იარედიმ, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ჩართული იყო ვაჭრობის გეგმების შექმნაში, განაცხადა, რომ ბანკი კლიენტის მოთხოვნას ითვალისწინებს:

“ჩვენთან საუბრისას კლიენტი ამბობს, რომ მინდა ვიყიდო ბიტკოინი ან ბიტკოინის “ფიუჩერსები”, რადგან ვფიქრობ, ეს არის ალტერნატიული შენახვის ღირებულება”.

მიუხედავდ ამისა, რანა იარედი კრიპტოვალუტას მაინც მაღალი რისკის შემცველ ბიზნესად ახასიათებს: “… ეს არ არის ახალი რისკი, ისეთი ჩვენ, რომ არ გვესმის. ეს არის გაცილებით მაღალი რისკი, რომლის შესახებ ჩვენ უფრო მეტად უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება”.

მიუხედავად ამისა, Goldman Sachs-ის გენერალურმა დირექტორმა ლოიდ ბლანკიფინმა 2017 წლის დეკემბერში საჯაროდ განაცხადა, რომ ბიტკოინი მისთვის საინტერესო არ არის. ეს კი მაშინ, როდესაც ბიტკოინი თავისი ღირებულების ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფებოდა.

ამასთან დაკაშირებით, რანა იარედიმ კი განაცხადა, რომ ბანკს სჯერა ბიტკოინის, თუმცა იქვე დაამატა: “მე არ ვარ ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელიც ბიტკოინზე იმ ფიქრით იღვიძებს, რომ ის მისაღები იქნება მთელი მსოფლიოსთვის”.

თუმცაღა, ბანკის აღნიშნული ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ Goldman Sachs-ი კრიპტოვალუტაში საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი