Robinhood-ი Shiba Inu-ს ყურადღებით აკვირდება

    Robinhood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტიან ბრაუნმა Shiba Inu-ს საზოგადოება შეაქო, მაგრამ აღნიშნა, რომ უსაფრთხოება პლატფორმის პრიორიტეტია.

    ქრისტიან ბრაუნმა ეს კომენტარი Crypto Goes Mainstream ღონისძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.

    ”ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის იმის დანახვა, რომ საზოგადოება Shiba Inu-ს ირგვლივ ნამდვილად არის ჩართული ჩვენთან და გვაცნობებს თუ რა სურთ მათ”,- აღნიშნა ქრისტიან ბრაუნმა.

    თუმცა, ბრაუნს არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, იქნება თუ არა Shiba Inu მათ ჩამონათალში.

    საზოგადოებამ გააძლიერა კამპანია, რათა დაერწმუნებინა Robinhood-ი სიაში როგორც Shiba Inu, ასევე change.org-ი შეეყვანათ.

    პეტიციას ახლა ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა აქვს მოპოვებული. ბრაუნმა აღნიშნა, რომ Robinhood-ი ყურადღებას უსაფრთხოებაზე ამახვილებს.

    შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, Shiba Inu მსოფლიოს მე-11 ყველაზე დიდი კრიპტოვალუტაა 30 მილიარდიანი საბაზრო ღირებულებით.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *