კრიპტობირჟა Changlley Bithumb-ს ფინანსურად ეხმარება

0
1983

ჰონგ-კონგში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Changlley-მ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის ბირჟა Bithumb-ს ფინანსურად დაეხმარება. საუბარია იმაზე, რომ Changlley Bithumb-ს 1,063,500 რიპლის ოდენობას დოლარში გადაურიცხავს.

Changlley-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილა ბერემ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ორ ბირჟას შორის თანამშრომლობა სამხრეთ კორეის ოფიციალური ძალოვანი უწყების დახმარებით შედგა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტი ბირჟა Changlley-მა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებიც განახორციელა. განცხადების მიხედვით, ილა ბარემ კრიპტობირჟების თანამშრომლობის პოზიტიურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება.

“ეს შემთხვევა ადგენს პრეცედენტს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კრიპროვალუტის ბაზარზე საკვანძო მოთამაშეების ერთობლივმა საქმიანობამ პოზიტიურად იმოქმედოს ინდუსტრიაზე, რათა შეიქმნას კრიპტო-სავაჭრო პროექტების უსაფრთხოების გაუმჯობესება”,- განაცხადა Changlley-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისში, ჰაკერებმა სამხრეთ კორეის წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟა Bithumb-ზე თავდასხმა განახორციელეს. როგორც კი ბირჟის უსაფრთხოების სპეციალისტმა აღმოაჩინა დიდი რაოდენობით ფულის დაკარგვა, ბირჟამ დროებით შეაჩერა სავაჭრო ოპერაციები.

Bithumb-მა თავდაპირველად 30 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა. შემთხვევის შემდეგ ოთხი თვის თავზე, ბირჟამ 14 მილიონი დოლარი ინდუსტრიის სხვა მონაწილეების დახმარებით ამოიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი