სამხრეთ კორეის პარლამენტი ICO-ს შესახებ კანონპროექტზე მუშაობს

0
2006

სამხრეთ კორეის კანონმდებელთა ჯგუფი პირველადი მონეტარული შეთავაზებისა (ICO) და ციფრული ვალუტების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Korea Times-ი ავრცელებს.

ოთხშაბათს, ეროვნული საბჭოს სხდომაზე გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ არსებული ICO-ს დაკანონებას.

ბატონმა ჰონგმა ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტი ეფუძნებოდა თავისი სამუშაო ჯგუფისა და კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევას.

“კანონმდებლობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს Blockchain-თან დაკავშირებული ბიზნესის წინაშე მდგარი გაურკვევლობის აღმოფხვრას”,-აღნიშნა ჰონგმა.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კვლევითი ცენტრების მიერ ინიცირებული ICO ექვემდებარება ზედამხედველობას საფინანსო მომსახურების კომისიისა და მეცნიერების სამინისტროს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ.

ჩანგ სი-კინმა, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ხაზგასმით აღნიშნა კანონმდებლების როლი, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას პოლიტიკური გაურკვევლობა ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ.

“Blockchain და კრიპტოვალუტა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა საჯარო სექტორში სწორი მიზნით, მათი პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა შემცირდეს არსებული პოლიტიკური გაუკვევლობა”,- განაცხადა ჩანგ სი-კინმა.

სამხრეთ კორეის ეს ნაბიჯი პირველია მას შემდეგ, რაც მთავრობამ ICO-ს აკრძალვაზე დაიწყო საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ICO-ს აკრძალვის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლიდან საუბრობა სამხრეთ კორეის ხელისუფლება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი