მალტაზე გადასული Binance-ი მომხმარებელს ევროთი ვაჭრობას შესთავაზებს

0
1870

კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ მალტაზე ამ წლისთვის უკვე განახლდება სავაჭრო ოპერაციები, რაც ტრადიციული ვალუტით კრიპტოვალუტის ყიდვას და პირიქთ, ციფრული ვალუტის ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლას ითვალისწინებს.

ამჟამად, Binance-ი კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის სტატუსს ინარჩუნებს. ბირჟის 24 საათიანი სავაჭრო მოცულობა დაახლოებით, 1.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ Bloomberg-ი Binance-ის შესახებ წერდა, რომ ბირჟა მალე მომხმარებელს ციფრული ვალუტის ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლის საშუალებას მისცემდა Binance-ი აცხადებდა, რომ ბირჟა მიმართული იყო იმისთვის, რომ ოპერაციები კრიპტოვალუტიდან-კრიპტოვალუტაზე განეხორციელებინა.

დღეს კი, ბირჟა ადასტურებს, კრიპტოვალუტიდან ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლის პროცედურების შემოღებას. აღსანიშნავია, რომ მალტაზე გადასული სავაჭრო ბირჟა ევროდან ბიტკოინში და ბიტკოინიდან ევროში გეგმავს ვაჭრობას.

შეგახსენებთ, რომ Binance-მა მარტის ბოლოს განაცხადა მალტაზე ოფისის გახსნის შესახებ. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც იაპონიის საფინანსო ხელისუფლებისგან გაფრთხილების არაერთი წერილი მიიღო, რომელიც ბირჟის არარეგისტრირებულ სტატუსს ეხებოდა.

გასულ კვირას, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ბირჟა აფრიკის კონტინენტზეც გეგმავს ოპერირებას, კონკრეტულად კი, უგანდაში სავაჭრო საქმიანობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი