ციფრული ვალუტის ბირჟა, Exmo ორი თვის განმავლობაში ჰაკერებისგან უკვე მეორე შეტევას იღებს.
თავდასხმის შემდეგ ლონდონში განთავსებული კრიპტოვალუტის ბირჟის აქტივები საგრძნობლად დაეცა.
აღნიშნულის შესახებ მათ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ჰაკერებმა მიზნად დაისახეს 75 მილიონ დოლარიანი ვაჭრობის წარმოება DDoS სერვისის საშუალებით, რაც მიმდინარე ვაჭრობის დროს საშუალებას აძლევს მომხმარებელს უარი თქვას შენაძენზე.
თადასხმის შედეგად, კრიპტო ბირჟიდან, ჰაკერების მიერ მოპარულ იქნა 10,5 მილიონი ბიტკოინი და შემდეგი ვალუტები: ეთერიუმი, რიპლი, ბიტკოინ Cash-ი, Tether-ი და Zcash-ი.
მიუხედავად დამცავი პროტოკოლებისა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანხის სრულად დაბრუნება ვერ მოხერხდება, რადგან ჰაკერებმა Poloniex– ის საშუალებით გამოიტანეს 1 მილიონი დოლარი რიპლიში და 2,8 მილიონი დოლარი Zcash-ში.
CoinMarketCap– ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში Exmo– ს მთლიანი მოცულობა 4.9%–ით შემცირდა.
შეგახსენებთ რომ, თებერვლის დასწყისში Exmo-ს განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბირჟა რეგულაციას ემხრობოდა.