მედია: ინდოეთში შესაძლოა, კრიპტოვალუტით ვაჭრობა სრულად აიკრძალოს

0
1252

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის გამოყენება ინდოეთში მალე არაკანონიერ საქმიანობად გამოცხადდება.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, ახალი კანონის თანახმად, ციფრული ვალუტით ვაჭრობა სრულად აიკრძალება. კანონის ამოქმედების შემდეგ, კრიპტო ინვესტორებს, სავარაუდოდ, სამიდან ექვს თვემდე გარდამავალი პერიოდი მიეცემათ, რათა სექტორი დატოვონ.

მედია ასევე წერს, რომ ქვეყანაში ციფრული ვალუტების განვითარება ინდოეთის სარეზერვო ბანკის სტაბილკოინის არარსებობით იყო, გარკვეულწილად, განპირობებული.

იანვარში, ინდოეთის პარლამენტში სესიებზე განსახილველად “კრიპტოვალუტა და ოფიციალური ციფრული ვალუტის კანონპროექტი” იყო წარდგენილი.

კანონპროექტის მიზანი იყო ბანკის მიერ გაცემული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ხელშემწყობი სისტემის შექმნა და ინდოეთში ყველა კერძო კრიპტოვალუტის აკრძალვა.

ინდური კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის Unocoin-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ადგილობრივი კრიპტო ინდუსტრია მოუთმენლად ელოდება დეტალების გამჟღავნებას, რათა შემდგომ ნაბიჯებზე იფიქროს.

შეგახსენებთ რომ, 2020 წლის მარტში, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ცენტრალური ბანკის 2018 წლის აპრილის საბანკო აკრძალვა ადგილობრივი ბანკებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას კრიპტო კომპანიებთან ურთიერთობის მქონე ბიზნესისთვის. ამის შემდეგ კრიპტოვალუტის კომპანიების ლეგიტიმაცია ქვეყნის მასშტაბით მოხდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი