ვიტალიკ ბუტერინი Beacon Chain-ის განვითარებას განაგრძობს

0
1152

ეთერიუმის თანადამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა გამოაქვეყნა გეგმა ახალი Ethereum 2.0 Beacon Chain–ის პირველი საბაზრო ტესტის გამოცდის შესახებ, რომლის სავარაუდო სახელი იქნება HF1.

ახალი პროტოკოლების მქონე ეთერიუმი დეველოპერებს საშუალებას მისცემს დანერგონ ახალი ინიციატივები ცოტა ხნის წინ გამოშვებულ Beacon Chain-ის ქსელში, რომელიც ასევე გამოდგება მომავალში უფრო ღრმა ცვლილებების გამოსაცდელად.

ყველაზე დიდი ცვლილება არის კლიენტებისთვის პროცედურების გამარტივება. ამისთვის არის შექმნილი კვანძები, რომლებსაც მინიმალური რესურსის მოთხოვნები ექნებათ და შეიძლება მუშაობდნენ მობილური მოწყობილობებით.

ეს ახალ საფულეებს აღჭურვავს ფუნქციით, რომლის საშუალებითაც თავად შეეძლება პროგრამას გადაამოწმოს შეძენილი პროდუქციის სანდოობა და ნამდვილობა და არ დაეყრდნოს მომსახურების კომპანიის მონაცემებს.

ბუტერინის თქმით, ახალ ვერსიას ასევე შეუძლია არჩევის წესის დაფიქსირება. დეველოპერებმა დაადგინეს, რომ ძველ ნიმუშებს პრობლემა ჰქონდათ რეორგანიზაციასთან, მისი ახალ პროგრამებზე მორგება რთულდებოდა. შესაბამისად, ეს პრობლემები ახალ სისტემაში სრულად აღმოიფხვრა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი