ირანის პოლიციამ მაინინგის ტექნიკის კონფისკაცია მოახდინა

0
1283

ირანის ერთ-ერთი პროვინციის პოლიციამ მაინგისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფისკაცია მოიახდინა.

ამის შესახებ ინფორმაციას Fars News-ი ავრცელებს.

სევეჰის პოლიციის დეპარტამენტის ჯგუფმა დააკავა სატვირთო მანქანა, რომელსაც დაახლოებით კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭირო 117 კომპიუტრული აღჭურვილობა გადაჰქონდა.

პოლიციის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამართალდამცავებმა საჭირო ზომები მიიღეს. უფრო კონკრეტულად კი, პოლიციამ მოახდინა ტექნიკის კონფისკაცია და სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე ირანის საბაჟო ადმინისტრაციას მაინინგის იმპორტულ ტექნიკაზე ლიცენზია არ გაუცია. საბაჟო ადმინისტრაცია მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება. თუმცა ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის პრეზიდენტის მოადგილის ჯამალ აროუნის განცხადება.

მან აღნიშნა, რომ ირანის საბაჟო ადმინისტრაცია ოფიციალურად აცხადებს, რომ თუ მთავრობა იმპორტიორთა სასარგებლოდ გადაწყვეტს ამ საკითხს, საბაჟო ადმინისტრაციაც დირექტივებს შეიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მთავრობა მაინინგის ლეგალურ სტატუსზე მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი