12 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1037

პარასკევს, 12 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 9.500 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი მხოლოდ 1.70%-ით გაუმჯობესდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნულს 9.480 დოლარის ფარგლებში დაეწყო მერყეობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვითარება პოზიტიური ნამდვილად არ არის. ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაცია 26.41 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მონაცემებით ეთერიუმი კაპიტალიზაციით მეორე მსხვილი კრიპტოვალუტის სტატუსს ინარჩუნებს.

თუმცა ფასის კლება ეთერიუმმაც განიცადა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ღირებულებამ დაახლოებით 2.24% -ით მოიმატა. თავისთავად კურსის მატება პოზიტიური ნიშანია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ბაზრის რყევაზე მეტყველებს.

12 ივნისს ეთერიუმის კურსი 237 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 269.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი