Ethereum L2 Boba ქსელი 1,5 მილიარდ დოლარად შეფასდა

0
867

ჰიბრიდული გამოთვლითი პლატფორმა Boba Network-ი A სერიის დაფინანსების რაუნდის შემდეგ, რა დროსაც მათ 45 მილიონი დოლარი მოიზიდეს, „კრიპტო unicorn“-ის რეიტინგს შეუერთდა.

ეს ფაქტი კი Ethereum layer-2 სკალირების გადაწყვეტილებების საინვესტიციო მიმზიდველობას უსვამს ხაზსს.

სერია A-ს რაუნდი Boba Network-მა 1,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც კომპანიას უნიკალურ განსხვავებას ანიჭებს, რადგან ამის შემდეგ მას შეუძლია unicorn-ის სრულუფლებიანი წევრი იყოს.

სტარტაპ სამყაროში, unicorn-ი არის კომპანია, რომელიც მინიმუმ 1 მილარდ დოლარად შეფასებულ კომპანიებს აერთიანებს.

დაფინანსების რაუნდში რამდენიმე კრიპტოვალუტაზე ფოკუსირებული საწარმოს ფონდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ: Infinite Capital-ი, Hypersphere-ი, 10X Capital-ი, Hack VC-ი, GBV-ი, Sanctor Capital-ი, Shima Capital-ი, Kinetic Capital-ი, IOST-ი და ROK Capital-ი.

დაფინანსების რაუნდში გარკვეული წვლილი ასევე შეიტანეს, უილ სმიტის დაარსებულმა Dreamers VC-მა, Paris Hilton-ის M13-მა და კრიპტო ინდუსტრიის რამდენიმე ისეთი პროექტის შემქმნელმა, როგორიცაა Origin Protocol-ი, The Graph-ი, FEI Labs-ი და Crypto.com-ი და Huobi.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი