კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1171

წინა კვირას კრიპტოვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაუმჯობესდა. მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა Tesla-ს მიერ ბიტკოინში 1.5- მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ ციფრული ვალუტის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატეს.

ბიტკოინი

კვირას, 14 თებერვალს ბიტკოინის ფასი 48.871 დოლარამდე გაიზარდა. სამი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 46.400-დან 48.900 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ანალიტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ ბიტკოინის კურსი 50.000 დოლარამდე გაიზრდება.

ექსპერტების თქმით, თუკი ბიტკოინის ფასი 50.000 დოლარის ზღვარს დასძლევს მომდევნო სამიზნე დონე 60.970 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა, 41.900 დოლარზე აღმოჩნდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ეთერიუმი

წინა კვირის განმავლობაში ეთერიუმის ყველაზე მაღალი ფასი 1.871 დოლარზე დაფიქსირდა. თუკი ალტკოინი 1.900 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე ჯერ 2.000 შემდეგ კი 2.500 დოლარი იქნება.

ეთერიუმის ფასი შემცირდება, თუკი კურსი 1.400 დოლარამდე დაეცემა. ასეთ დროს ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 1.500 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ამ ეტაპზე ეთერიუმზე ვაჭრობაც რეკომენდირებულია.

რიპლი

13 თებერვალს რიპლის ფასი 0.63 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ალტკოინმა ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

რიპლის 0.58 დოლარზე აქვს მხარდაჭერა. თუკი რიპლის ფასი 0.58 დოლარს მიაღწევს მომდევნო სამიზნე ფასი 0.65 დოლარი იქნება.

კურსის კიდევ უფრო გაუმჯობესების შემთხვევაში ალტკოინის სამიზნე დონე 0.78 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ თუკი ალტკოინის კურსი სამი დღის განმავლობაში 0.60 დოლარის დონეს შეინარჩუნებს მაშინ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

კვირის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის ფასმა 14 თებერვალს მიაღწია უმაღლეს დონეს, როდესაც ალტკოინის ფასი 676 დოლარზე დაფიქსირდა.

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინ Cash-ის სამიზნე დონე 745 დოლარია. კურსის კლების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ფასი 539 დოლარამდეც კი დაეცეს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 200 დოლარის ზღვარი გადალახა. ეს ცალსახად არის ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანი. 14 თებერვალს ალტკოინის ღირებულება 212 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზით ლაიტკოინს აქვს შესაძლებლობა, რომ კურსი 230 დოლარამდე გაზარდოს.

თუმცა მიუხედავად პოზიტიური პროგნოზისა, კლების ტენდენციაც მოსალოდნელია, თუკი ალტკოინის ფასი შემცირდება ლაიტკოინის კურსი 185-სა და 158 დოლარს შორის იმერყევებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის დასტაბილურებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი