უკრაინა კრიპტოვალუტით შემოწირულობას იღებს

0
816

უკრაინის მთავრობა დასთანხმდა შემოწურულობის სახით კრიპტოვალუტის მიღებას.

გამოქვეყნდა სპეციალური ანგარიში, სადაც მსურველები შეძლებენ ჩარიცხვას.

მალევე დეცენტრალიზებულმა ბირჟა Uniswap-მა გამოუშვა ინტერფეისი, რომელიც პირდაპირ გარდაქმნის ERC-20 ტოკენებს ეთერიუმად. შემდეგ მონეტები იგზავნება უკრაინის მთავრობის ოფიციალური კრიპტო საფულის მისამართზე.

Uniswap-მა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ გაზიარებული მისამართი მდებარეობს ცენტრალიზებულ ბირჟაზე და იღებს მხოლოდ ეთერიუმსა და USDT-ს.

ამრიგად, ფუნქცია ამარტივებს შემოწირულობის პროცესს ყველასთვის, ვინც ფლობს ERC-20-ს და ვისაც სურს შემოწირულობის გაკეთება.

თუმცა კრიპტოვალუტის სექტორის ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საფულის გასაღები ინახება უკრაინის ცენტრალურ ბირჟაზე და საჭიროა მისი უფრო უსაფრთხო ადგილზე გადატანა.

ამ დროისათვის, მონაცემების მიხედვით, უკრაინის მთავრობამ და ქვეყანაში მოქმედმა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 53 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი