16 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1747

გუშინ, 16 აგვისტოს ბიტკოინის ფასმა წინა დღესთან შედარებით 0.5%-ით შეძლო გაუმჯობესება. საბოლოოდ, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 6.334 დოლარის დონზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 10%-ით შემცირდა, ხოლო 2.5% იყო ფასის გაუმჯობესების მაჩვენებელი.

რაც შეეხება ეთერიუმს: ამ კვირაში ეთერიუმის კურსი საკმაო რყევას განიცდიდა. კრიპტოვალუტის კურსი ხუთშაბათ დღეს გაუმჯობესდა, თუმცა ეთერიუმს მაინც საკმაოდ დიდი დანაკარგი ჰქონდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის დანაკარგი 30%-ს შეადგეს, ხოლო თვის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ია.

გუშინ, ეთერიუმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 280 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო კრიპტოვალუტის კურსის ყველაზე მაღალი ნიშნული, რაც დღის განმავლობაში ეთერიუმმა აჩვენა 298 დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 16 აგვისტოს დაფიქსირებული მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 202 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი