ისრაელის სასამართლომ ბიტკოინი ვალუტად არ სცნო

0
1572

ისრაელის სასამართლომ დაადგინა, რომ ბიტკოინი არ არის ვალუტა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დაკავშირებული ვაჭრობასთან.

Blockchain სტარტაპის, DAV-ის დირექტორი ნოამ ქომფელი სასამართლოში საქმის განხილვის დროს აცხადებდა, რომ ბიტკოინი უნდა განიხილებოდეს როგორც უცხოური ვალუტა. ბიტკოინისთვის ვალუტის სტატუსის მინიჭება საჭიროა, რადგან სავალუტო კურსის ცვლილებები დაბეგვრას არ ექვემდებარება.

თუმცა ისრაელის საგადასახადო ორგანოს განსხვავებული პოზიცია აქვს. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის განცხადებით, ვალუტას უნდა ჰქონდეს გარკვეული ფიზიკური ვალიდურობა.

მოსამართლე შმელ ბორნსტეინმა დაადგინა, რომ ნოამ ქომფელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ბიტკოინი ვალუტაა და რომ, ბიტკოინის გამოყენება შეიძლება ტრადიციული ვალუტის პარალელურად.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, DAV-ის დირექტორი იმედოვნებს, რომ სასამართლო კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლის.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ისრაელის სასამართლომ განაჩენი მაინინგის კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე ეხებოდა ფაქტს, როდესაც ადგილობრივმა ბანკმა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი