კრიპტო პლატფორმის, Criptan-ის, თანადამფუძნებელი, ხორხე სორიანო უპირატესობას ესპანეთში კრიპტო სექტორის განვითარებას არ ანიჭებს. მას მიიჩნია, რომ ეს არც უნდა მოხდეს, რადგან ციფრული ვალუტის სამყარო გლობალური მიზნებისთვის არის შექმნილი.
”კრიპტო სექტორის მიზანია ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც ახლა არის. ამ ეკოსისტემაში არ უნდა არსებობდეს საზღვრები და ბარიერები. რასაც ესპანეთში შეგვიძლია დავაკვირდეთ, არის ის, რომ გლობალურ დონეზე მომხდარის შედეგები უკვე გამოცდილია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვნახეთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ეკონომიკური პრობლემები მნიშვნელოვანად გაიზრდა, ხოლო კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რაოდენობა, შესყიდვები და გაყიდვები ძალიან მაღალი ტემპით წინ მიიწევდა”,-აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს Criptan-ის თანადამფუძნებელმა.
ხორხე სორიანომ ასევე განაცხადა, რომ კრიპტოკულტურის ზრდა შეინიშნება:
”ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ როგორ აქვთ მომხმარებლებს უფრო და უფრო მეტი გავლენა კრიპტომარკეტებზე. Criptan-ის გამოცდილებით, მომხმარებლები ყიდულობენ ციფრულ ვალუტას, რომ გაყიდონ, შემდეგ ტრადიციულ ვალუტაში გადაცვალონ და ასე გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა.
ამასთანავე, მათი სურვილია, რომ ჰქონდეთ კაპიტალის ნაწილი კრიპტოვალუტაში. ამით სახელმწიფო ვალუტების მოხმარება იკლებს და ხელს უწყობს ინფლაციას. ჩვენ კი სწორედ ამ ასპექტის რეგულირებისათვის ვიბრძვით”.