ალტკოინების კურსი გაუმჯობესდა

0
979

17 და 18 თებერვალს ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ფასის ზრდა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა ალტკოინების კურსზე.

17 თებერვალს ეთერიუმზე ვაჭრობა 1.781 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 1.853 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი 1.736 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 1.848 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 1.885 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასმა 4.73%-ით მოიმატა.

ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში, ეთერიუმის ფასი 2.000 დოლარის დონეს გადალახავს.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 707 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 726 დოლარი იყო. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 678 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 716 დოლარზე დაიხურა.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 712 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 0.84%-ით არის გაზრილი.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 810 დოლარს მიაღწიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი