Coinbase-ი ევროპის ბაზრის ათვისებას გეგმავს

0
869

Coinbase-ი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავის ოპერაციებს აფართოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თანამშრომელი გაათავიუფლება კომპანიამ და ახალი ვაკანსიებიც დიდი ხანია არ განუთავსებია კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა განუცხადა მედიას, რომ აქვს იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში გაფართოვების განზრახვა.

აშშ-ში დაფუძნებულმა ამ კრიპტოვალუტის ბირჟამ შვეიცარიაში უკვე დაიქირავა თავისი პირველი თანამშრომლები. კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ლიცენზია კი ბირჟამ უკვე მიიღო გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიასა და გერმანიაში.

გასული კვირის ბოლოს მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში მურუგესანმა განაცხადა, რომ კომპანია ახლა ევროპაში გაფართოებას აპირებს და რაც უფრო აღსანიშნავია, კრიპტოვალუტის ბაზრის ვარდნის ფონზე, კომპანია რეგიონში ღია შესყიდვებისათვის მზადყოფნას აცხადებს.

ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უცხო ქვყენებში კომპანიის გასაფართოვებლად ახლა იდეალური მომენტია, რადგან კრიპტოვალუტაზე ორიენტირებულ ბევრ ბიზნესს ფულადი სახსრების დეფიციტი აქვს და გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას.

შეგახსენებთ, რომ კრიპტო ბაზრის კრახმა მთლიანი საბაზრო ღირებულებიდან თითქმის 2 ტრილიონი დოლარი წაშალა. ამჟამად, საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 900 მილიარდი დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი