რუსეთში არაკანონიერ საქმიანობაში კრიპტოვალუტით მიღებული სარგებლის გამო პოლიციის უფროსი დააკავეს

0
1297

უკანონო საქმიანობაში ციფრული ვალუტის გამოყენების გამო პოლიციის უფროსს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს მოსყიდვისა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით.

პოლიციის ყოფილ უფროსს, იური ზაიცევს ბრალი ედება ნარკოტიკების რეალიზატორებთან კავშირში. 2018 წელს იური ზაიცევი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომლის მიზანიც ნარკოტრაფიკის გამოვლენა იყო.

რუსეთში “შავი ვებ-ბაზრის” წევრების უმრავლესობა საფოსტო გადაზიდვებს არ ენდობა. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია მიწოდების ისეთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ორივე მხარეს შეუძლია შეკვეთის გადაცემა ისე, რომ პირადად შეხვედრა საჭირო არ გახდეს.

გამოძიების თანახმად, პოლიციელმა ინფორმაციის გადაცემისთვის 52000 რუბლის ექვივალენტი ბიტკოინში მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური გარიგებების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების მოქალაქე დააპატიმრეს.

როგორც დადგინდა, დაკავებული კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების ოპერაციაში მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სხვადასხვა ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გამოყენებით რუსეთის მოქალაქემ ფინანსური დანაშაული ჩაიდინა.

ამასთანავე, გამომძიებლემა დაადგინეს, რომ დაკავებული საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულშიც არის შემჩნეული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი